სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ.
საქართველოში ელექტროენერგიის მორიგი მასშტაბური გათიშვის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მორიგ განცხადებას ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია სრულად აღდგენილია. ამის შესახებ სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, დავით აღმაშენებლის გამზირზე წყალარინების სისტემის გაუმჯობესების მიზნით 3.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს და 1.5 კმ სიგრძის ამორტიზებულ ქსელს აახლებს.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის ,იდენტიფიკაციის (ჩიპირება) და ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს და დაიცვას ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები.