global distribution
გარე ავეჯი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში 600 კილოგრამამდე ხორცი მავნედ მიიჩნია და დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 
 
"სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა შეამოწმეს ხორცისა და ხორცპროდუქტების 9 სარეალიზაციო ობიექტი. სამ ობიექტს კრიტიკული შეუსაბმობებისთვის (დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ეტიკეტირების წესი და შენახვის პირობები) შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
 
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ბიზნესოპერატორებთან:
 
შპს უნივერსალი, ს/კ 454407641 – ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება, გადამუშავება და კონსერვირება, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რაფაელ აგლაძის N32, შენობა N38 (ტემპერატურული რეჟიმისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
ი/მ – ხორცის რეალიზაცია, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ფიფიას N17 (გამოვლინდა ვადაგასული სურსათი, ცხოველის ტანხორციდან არ არის მოცილებული განსაკუთრებული მაღალი რისკის მასალა, დაილუქა 600 კგ-მდე ხორცი); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი;
შპს კობა, ს/კ 435434558 – ხორცის რეალიზაცია, მის: ქ. თბილისი, ძმები ფიფიების N25 (გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების უხეში დარღვევა); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი." – წერია ინფორმაციაში. 
 
 
646