სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპო“–ს მიერ შემუშავებული პლათფორმა „სანდო“ ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მედიკამენტების შესახებ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული პლათფორმა ყველა მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მისთვის სასურველი მედიკამენტების შესახებ, რის საფუძველზეც მომხმარებელი შეძლებს გააკეთოს თავისუფალი არჩევანი წამლის შეძენის დროს.
„სანდოს“ ფარგლებში თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა ერთი და იგივე აქტიური ნივთირების, გენერიკების ფარგლებში თავად გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ევროპული წარმოების მედიკამენტი მისთვის მისაღებ ფასად.
„როდესაც მედიკამენტის შეძენა გვჭირდება, ხშირად გვიჩნდება კითხვები, ვცდილობთ მოვიპოვოთ ამომწურავი ინფორმაცია ფასის, აქტიური ნივთიერების თუ სხვა მახასიათებლების შესახებ.
პლატფორმა "სანდო" https://sando.com.ge/ka/ იძლევა საშუალებას შეადაროთ ერთმანეთს ერთი და იმავე აქტიური ნივთიერების და გენერიკის მქონე წამლები, მათი ფასები და გააკეთოთ სწორი არჩევანი მარტივად, “– განმარტავენ „ფარმადეპო“–ში.