30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მზადყოფნას გამოთქვამენ, სრულად ითანამშრომლონ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ფაქტის სრულყოფილად გამოძიების პროცესში.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტიდან მე-5 პუნქტის – დეოლიგარქიზაციის შესრულების თაობაზე საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
ევროპულმა საზოგადოებამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს დაღლილობის უფლება, რადგან პუტინს დემოკრატიული დაღლილობის იმედი აქვს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.