რუსეთში, ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში, ანადირში მდებარე სასაწყობო კომპლექსში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
მედია წერს, რომ მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ამ დროისთვის დაწესებულებიდან ყველა ადამიანი ევაკუირებულია.
"ანადირში, კურკუტსკის ქუჩაზე შენობები იწვის. ხანძარში ჩართულია სახანძრო განყოფილების მთელი პერსონალი 60 ადამიანის ოდენობით, ქალაქის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ექვსი სახანძრო მანქანა და წყლის მანქანა. მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პერსონალი სრულად ევაკუირებულია", - ნათქვამია ოფიცილურ ანგარიშში.
როგორც სახელმწიფო მედია "რია ნოვოსტი" იუწყება, ცეცხლი სამ შენობას უკიდია, სადაც განთავსებულია მაღაზიები და საწყობები. ხანძრის გავრცელების არეალი დაზუსტებული არ არის.