"ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე 2019 წლის 20 ივნისის, გავრილოვის ღამეზე საუბრისას, ამბობს, რომ შეცდომა კი არ იყო, ეს იყო ვერუზრუნველჰყოფა და ამ კუთხით თუ გინდათ შეცდომა დავარქვათ, არავინ ისურვებდა ამას.
რამდენიმე კვირის წინ არავინ მოელოდა, რომ ევროკომისიის მოსაზრება ცხადად გაამაგრებდა საქართველოს ევროპულ გზას, ახლა უკვე შესასრულებელია პროგრამა, არის ცხადი ამოცანა და გრაფიკი, – ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
საქართველოში ეპიდვითარების დასტაბილურებიდან გამომდინარე დღეიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარაა.
სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში. ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის და არც მოლდოვის. მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს ეს წარმატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება.
პოლიციამ სანზონაში დალუქა ბინა, რომელშიც გახრწნილი ხორცი და ფეკალიებით სავსე კონტეინერები აღმოაჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვერ შეძლებს მოსკოვს საერთაშორისო საქმეებში ხმა ჩამოართვას და აიძულოს შეასრულოს შეერთებული შტატების მიერ გამოგონილი წესები.
ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ალიანსის უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის
გერმანიის კანცლერი ევროკავშირში გაწევრიანების გამარტივებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ ოლაფ შოლცმა გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.