თეთრი სახლის ცნობით, კორონავირუსზე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ტესტი კვლავ დადებითი იყო, რის გამოც ის ისევ იზოლაციაში გადავიდა. „როიტერის“ ცნობით, როგორც ბაიდენის ექიმის ანგარიშშია აღნიშნული, აშშ-ის პრეზიდენტს კორონავირუსზე ტესტი ამ კვირაში ორჯერ გაუკეთეს და პასუხი ნეგატიური იყო, თუმცა 29 ივლისს ჩატარებულმა ტესტმა კვლავ პოზიტიური შედეგი აჩვენა. შედეგად, ბაიდენი იზოლაციაში დაბრუნდა.
ამასთან, როგორც ექიმები აღნიშნავენ, ქვეყნის პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და ახალი სიმპტომები მას არ აღენიშნება, ამიტომ მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა არ დგას.
„მეგობრებო, დღეს კოვიდზე ტესტი კვლავ პოზიტიური იყო. სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ გარშემომყოფების უსაფრთხოებისთვის, იზოლაციაში გადავიდვარ. მე ჯერ ისევ ვმუშაობ და მალე დავბრუნდები“, – აღნიშნავს ჯო ბაიდენი „ტვიტერში“.
79 წლის ბაიდენს კორონავირუსი 21 ივლისს დაუდასტურდა. მას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა და „პაქსლოვიდით“ მკურნალობის კურსი ჩაუტარდა.
27 ივლისს ბაიდენის ექიმმა განაცხდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტისთვის ჩატარებული ორი ტესტის შედეგი უარყოფითი იყო და ის მკაცრი იზოლაციის წესებს შეწყვეტდა. ჯო ბაიდენი სრულად არის ვაქცინირებული და ბუსტერ დოზა ორჯერ აქვს გაკეთებული.