ფორმულას ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნული თანამდებობა მან 2013 წელს დაიკავა.
ფორმულას ერთდროულად რამდენიმე წყარო უყვება ირაკლი ღარიბაშვილსა და გამყრელიძეს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ. ერთ დროს კოვიდთან მებძროლი ერთ-წერთი წამყვანი პირი ბოლოს პრემიერისგან მომატებული კოვიდ რეგულაციის ფონზე შეზღუდვების დაწესებასაც ითხოვდა, მაგრამ მთავრობა ამ საკითხს არ დაეთანხმა.
წყაროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დაუკავშირდა გამყრელიძეს და თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების გაკეთება მოსთხოვა.
წყარო:"ფორმულა"