მოსკოვის საპატრიარქომ წერილი გაუგზავნა რუსეთის ეპარქიის ეპისკოპოსებს, აკურთხა ისინი, რათა ვლადიმერ პუტინის 70 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად ილოცონ. ამის შესახებ საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
რუსული მედიასაშუალებების ცნობით, კირილმა რუსებს მოუწოდა, ორი დღის განმავლობაში ილოცონ პუტინის ჯანმრთელობისთვის.
„ამ წლის 7 ოქტომბერს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინი 70 წლის გახდა. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესი პატრიარქი კირილე მოუწოდებს ყველა მღვდელმთავარს, მოძღვარს, მონასტერს და მრევლს, ამ დღეს სახლში მხურვალე ლოცვა აღავლინონ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ჯანმრთელობისთვის“, - ნათქვამია წერილში.
8 ოქტომბერს კი, როდესაც სერგი რადონეჟელის დღეს აღნიშნავენ. საპატრიარქომ ორივე მათგანისთვის ლოცვის ტექსტები დაამტკიცა.