უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ირანული „მოპედის“ დრონების მასიური თავდასხმის პრობლემა ორ კვირაში მოგვარდება.
„უკრაინა მალე მიიღებს რამდენიმე ასეულ დრონების საწინააღმდეგო სადგურს, მანამდე კი ჩვენ მათ ჩვეულებრივი საშუალებებით ჩამოვაგდებთ “, - განაცხადა არესტოვიჩმა.
შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გუშინ განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინას უახლოეს დღეებში დრონების საწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს.