სამტრედიაში 23 წლის გოგო გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა.
ახლობლების ინფორმაციით, ლანა დარჯანიამ ოპერაცია ქუთაისში კლინიკა "გიდში" 4 დღის წინ გაიკეთა და უკვე სახლში იმყოფებოდა, როდესაც წუხელ სისხლდენა დაეწყო.
გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
კლინიკაში განმარტავენ, რომ ოპერაციამდე პაციენტს ჩაუტარდა კვლევები. მათივე ინფორმაციით, ოპერაციას არანაირი გართულება არ მოჰყოლია, გოგონა კლინიკაში დაყოვნდა ერთი დღე და მეორე დღეს ყოველგვარი გართულების გარეშე გაეწერა. მისი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო.
მათივე ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. კლინიკაც და ექიმიც გამოძიებასთან თანაამშრომლობენ.