„ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.
პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ, განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს, რომლითაც ითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს.
„ქვეყნისთვის ევროპული მომავალი რომ მნიშვნელოვანია, ამის კონსტიტუციაში ასახვა ჩვენს მიერ მოხდა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ ისაუბრა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 15 ივლისს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის მე-100 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს ოვალური კაბინეტიდან მიმართა. ბაიდენის თქმით, პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევის დროა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.