რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ თელავში №2 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციის სამუშაოებს აგრძელებს.
ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი ჩავარდა. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ხიდის დაზიანების გამო, შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა.
ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ექსკლუზიურად დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის დამზადებული საათი უსასყიდლოდ გადასცა.
სვანეთში დაკარგულების ნათესავი, ანი წერედიანი ავრცელებს ცნობას, რომ მიაკვლიეს ახალგაზრდების ადგილსამყოფელს და ორივე ბიჭი ცოცხალია.
„მადლობა ბიჭებს“ – სამგზავრო მატარებლების ფანჯრები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოებით დაიბრენდა.
სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა, ზუგდიდში გაიმართა.
სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება, სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარიზში, ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, დაესწრო სამიტს – „სპორტი მდგრადი განვითარებისთვის“.
მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
იზაბელ მესტრესი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და City Cancer Challenge-ის პარტნიორობით, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.