gorgia
ავერსი legi

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა და მოძრაობა სრულად აღდგა.

ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

145