საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.