ფოთში ზღვაში ორი მოზარდი დაიხრჩო. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდები დღის მეორე ნახავარში საბანაოდ გავიდნენ და გაუჩინარდნენ. დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
14 წლის მოზარდის ცხედარი უკვე იპოვეს. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე მოზარდის სამძებრო სამუშაოები.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.