თაფლის საერთაშორისო კონკურსზე London Honey Awards 2023 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „კოდი“ წარმოებულმა თაფლმა „ნინოწმინდის თაფლი - ალპიდა“, ხარისხის ნომინაციაში, უმაღლესი ჯილდო - პლატინის მედალი მიიღო.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლითაც საქართველოში პარაპლანებით ფრენების რეგულირება განხორციელდება, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
პაციენტის სიცოცხლის რისკები როდესაც არსებობს, ჯობს, შეჩერდეს დაწესებულების ფუნქციონირება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პარლამენტში განაცხადა.
საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, საკონფერენციო დარბაზში გაიმართა თეა გამხიტაშვილის - "არტ სტუდიო" მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ, მიწვევის შემთხვევაში, მზად არის, უკრაინაში ჩავიდეს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით: ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 3 ივლისს დაიწყება.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ , - ამის შესახებ ბელგიის სამეფოს საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა ჰაჯა ლაჰიბმა განაცხადა.
საქართველოს პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 77 ხმით, ერთხმად მიიღო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს აგრძელებს.