ზოგჯერ ადამიანებს სურთ, იფიქრონ, რომ მათ განსაკუთრებულად უნდა მოექცნენ და არ არის საჭირო ყველა ნაბიჯის გავლა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
19 მაისს პარლამენტში ინტერპელაციის წესით სამი მინისტრის ნაცვლად, ორს მოუსმენენ.
2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთში შესვლა გარკვეული ვადით, არაუმეტეს 90 დღისა, ვიზის გარეშე, – ინფორმაციას ამის შესახებ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი სამყარო იცვლება, წესრიგი იცვლება და ამ სირთულეებიდან გამოსავალი მარტო ვერცერთმა ქვეყანამ შეიძლება ვერ იპოვოს.
მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყნის სოფლის მეურნეობის I კვარტლის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, I კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორებისა და ფრინველის რაოდენობა შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის პირველი კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 8.4 პროცენტით შემცირდა და 929.8 ათასი სული შეადგინა.
ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტებზე, სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს“ იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ორი თანამშრომელი დააკავეს.