6 - 7 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა უკრაინაში “ნოვა კახოვკას” კაშხალზე თავდასხმას და აღნიშნა, რომ ომის დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. ამის შესახებ მან ტვიტერზე დღეს, 6 მაისს გააკეთა განცხადება.
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავა.
საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება.
2022 წელს 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა 3,39%-ით (-1908 ფაქტი) შემცირდა. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
საზღვარზე სახის ამომცნობი სისტემის ინტეგრაციის პროექტი სრულად 2023 წლის ბოლომდე ამოქმედდება, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2023 წლის ზაფხულის სეზონისთვის მზად არის. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას კომპანიის დაფარვის არეალში არსებული სასმელი წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით.