კიდევ ერთხელ ვუხდი გულწრფელ მადლობას პრეზიდენტ სი ძინპინსა და მის მთავრობას, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, მსოფლიო ლიტერატურაში შოთა რუსთაველის ღვაწლის აღიარებისთვის და ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რათა ხაზი გაესვას ჩვენს მემკვიდრეობას, – ამის შესახებ ღარიბაშვილმა განაცხადა.
ზუგდიდელმა ცირა გელენავამ მედიცინის სფერო ბავშობიდან აირჩია. ამიტომაც როგორც, თავად გვეუბნება, სხვა პროფესიაზე არასოდეს უფიქრია. სკოლის დამთავრების შემდეგ სურვილი რეალობად აქცია, თანაც საკმაოდ წარმატებულად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება.
Geosky, დღეს, თბილისი-ბათუმის რეისის გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით ფრენა ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ შესრულდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 16 და 20 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ 2022 წლის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 29 ივლისის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ცალკეულ რეგიონებში ძლიერი.
იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საბჭოს წევრმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 2023 წლის ექვს თვეში რესტავრაცია ჩაუტარდა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების 14 357 ფურცელს, 40-მდე ფოტოს, 41 ტექნიკურ ნახაზს და სხვა საარქივო დოკუმენტებს.