janmedi
ავერსი ნემო

[2024 წლის 26 ოქტომბერი] ეს არის დღე, როცა ევროკავშირმა მოატყუა ქართველი ხალხი და შეეცადა საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების ძალადობთ შეცვლას - ის, ვინც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ის არის საქართველოს მტერი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 2 წლის გასვლის შეფასებას შეეხებოდა.

როგორც მან აღნიშნა, “ეს არის საქართველოს შიდა საქმეებსა და არჩევნებში ჩარევის კულმინაციის თარიღი“.

„ხედავთ საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებას, რომელიც 2 წელია არათუ მართავს ამ ქვეყანას, იმდენად წარმატებულად მართავს ამ ქვეყანას, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპებით ვართ ყველაზე წინ, ვიდრე ევროკავშირის ნებისმიერი წევრი თუ კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ ვასრულებთ იმ დავალებას, რომელიც ჩვენმა ამომრჩევლებმა მოგვცეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 2 წლისთავს რაც შეეხება, ეს არის თარიღი, როდესაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოს შიდა საქმეებსა და არჩევნებში ჩარევის კულმინაცია, მასშტაბის კულმინაცია, როდესაც აღმოჩნდა, რომ არათუ რუსეთი ერეოდა ჩვენს არჩევნებში, რის მტკიცებასაც ცდილობდა სალომე ზურაბიშვილი, არამედ აღმოჩნდა, რომ ევროპული ქვეყნები ჩაერივნენ ჩვენს არჩევნებში და ცდილობდნენ საქართველოს არჩევნების ჩაშლას. 26 ოქტომბერი დარჩება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისა და ბრიუსელის სირცხვილად, როცა მათ საბჭოთა კავშირის მეთოდებით იმოქმედეს და შეეცადნენ სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევას, ხელისუფლების შეცვლას და საკუთარი მარიონეტების მოყვანას.

ყოველ წელს 26 ოქტომბერი უნდა გავიხსენოთ როგორ ევროკავშირის სირცხვილი და სირცხვილი ბრიუსელის, როგორც უცხო ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნის საქმეებში ჩამრევის. ეს არის დღე, როცა ჩვენ ბრიუსელმა მოგვატყუა, მთელი საქართველო და ქართველი ხალხი.

ევროკავშირი 2024 წლის არჩევნების წინ ამბობდა, რომ არჩევნების შეფასებისას მისთვის განმსაზღვრელი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. დაიდო დასკვნა და მისმა ხელმძღვანელმა განაცხადა მკაფიოდ, რომ არჩევნები შედგა, საქართველოს ჰყავს ახალი პარლამენტი და ხელისუფლება. ბრიუსელმა ქართველი ხალხი მოატყუა და გადააგდო. აიღო ეს დასკვნა და ნაცვლად იმისა, რომ დაჰყრდნობოდა დასკვნას, მოისროლა სანაგვეში. ეს არის დღე, როცა ევროკავშირმა მოატყუა ქართველი ხალხი და შეეცადა საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების ძალადობთ შეცვლას. ის ვინც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ის არის საქართველოს მტერი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოსი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

41