კონსერვატორიაში დააზიანეს „სტეინვეის“ როიალები, მოვუწოდებთ კონსერვატორიის აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს, სამინისტროში სათანადო განმარტებები წარმოადგინონ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
საქართველოს რკინიგზა 27 და 28 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 2024 წლის პირველ მარტამდე გაგრძელდება.
ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიამ ფერწერული ნამუშევრის ფიროსმანისადმი კუთვნილება დაადასტურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზაზა კანდელაკს შეხვდა.