საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ სკოლებში საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი შეფასებების მოდელები გაუქმდა. ამიერიდან მასწავლებლებსა და სკოლებს საშუალება ექნებათ, თავად შექმნან მოსწავლის შეფასების განსხვავებული სისტემა და პრინციპები.
თიბისის მხარდაჭერით, 27 ნოემბერს Film Industry Meetups გაიმართება, რომლის მთავარ თემასაც შემოქმედებით ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიების როლი წარმოადგენს.
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს, კინოთეატრ ამირანში გაიხსნება. გახსნაზე ნაჩვენები იქნება ნანა ჯორჯაძის ფილმი “პეპლების იძულებითი მიგრაცია”.
პლატფორმის „ტყის მეგობარი“ ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში ტყის აღდგენის პროექტი განხორციელდება. „ეფეს საქართველო“ პირველი კომპანიაა, რომელიც ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პლატფორმას შემოუერთდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოწვევით ბაქოში გაემგზავრა.
PMCG-ს კვლევაში აღნიშნულიa, რომ საქართველო ემიგრაციის ქვეყნად მიიჩნევა.
ევროპარლამენტმა 495 ხმით მიიღო რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ.
ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.