პარასკევს, 26 აპრილს, 14.00 საათზე, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ- იანი მაგისტრალური გზის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიება იგეგმება, - ამის სესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონილი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.