დღეს, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. გუშინ მოსულმა სეტყვამ ვენახები, საზამთროსა და ნესვის ბაღები დააზიანა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან 10კმ, სოფელ ირთან დაფიქსირდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ახალი წესები ამოქმედდება, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24 - საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ადგილზე შეაფასა წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოები, რომელზეც სემეკი მონიტორინგს 16 ივნისიდან ახორციელებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის შედეგად ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
სრული ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გაიშალა, კანადის მაგალითი არის ამის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დადასტურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ალექსანდრე იაშვილს როდესაც ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ბათუმში, დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა 75-მა კომპანიამ მიიღო, რომლებმაც, სამუშაოს მაძიებლებს, 2000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზეს.