janmedi
ავერსი ნემო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარში, ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება მოხდა. ხანძრის განმომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე დაუზუსტებელია. სავარაუდოდ, ცეცხლი გაზის რეზერვუარს გაუჩნდა. 

აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. 

მომხდარს ადგილზე შეესწრო „ბიზნესთაიმის“ კორესპონდენტი,  მისივე თქმით შემთხვევის ახლოს მდებარე შენობებს მინები ჩაემსხვრა. მისივე თქმით , ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მოვიდა სახანძრო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. 

64