janmedi
ავერსი ნემო

იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ AfD-ს რეიტინგი წლიდან წლამდე იზრდება და შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე საკმაოდ მაღალი რისკი ექმნება არსებულ მმართველ კოალიციას.

„ამასთან ერთად, ყველამ ვიცით, რა არის იმ პროცესების მთავარი მიზეზი, რაც განვითარდა, პირველ რიგში, უკრაინაში. მთავარი მიზანი არის ევროპის დასუსტება. „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი არის ევროპის დასუსტება და ეს არის პრაქტიკული შედეგიც იმისა, რაც განვითარდა ჩვენს რეგიონში, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ განსაკუთრებულად შეგვტკივა გული ევროპაზე, ევროკავშირზე და, შესაბამისად, ძალიან გვაწუხებს ის პროცესები, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, რომლებიც ვითარდება ევროპაში. იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ ტრადიციულად ევროპული კულტურული სივრცის შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, ძლიერი ევროპა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

8