სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მარტის 10:00 საათიდან 29 მარტის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება 4800 აბონენტს შეუწყდება.
გუშინ სვანეთში ზვავის ჩამოწოლას ერთი ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისის პროზექტურაშია გადმოსვენებული.
ევროპის საბჭოს კონგრესმა საქართველოში ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის მდგომარეობაზე რეზოლუცია მიიღო.
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქის გასასვლელში, წყალწითელას ხიდთან მოხდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ლესლი ბერმან ლამს შეხვდა.
ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა.
მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატება. Lufthansa Group-ში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი ფრენებს ციურიხი-თბილისი-ციურიხის საჰაერო ხაზზე განახორციელებს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის 4 მოქალაქე დააკავეს.
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში დღეს ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით.